„რეგიონებში კატასტროფული ვითარებაა, თუ ასე გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ქალაქი იქნება უსაფრთხო“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„28 აპრილს რეკორდულად ბევრი ადამიანი აიცრა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, ყოველდღიურად მატულობს, დიდი ალბათობით, 4 მაისიდან ეს რიცხვი გაორმაგდება, რადგან თბილისში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ყველა დღე და ადგილი დაჯავშნილია“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის განცხადებით, რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა, როგორც მედიკოსი განმარტავს, თბილისში ვაქცინირებული ადამიანების 73 პროცენტია. 9 პროცენტია აჭარაში, 9 პროცენტი იმერეთში, 4 პროცენტი შიდა ქართლში, 2 პროცენტი ქვემო ქართლში და ყველა დანარჩენ რეგიონში, ერთი პროცენტი.

„სამწუხაროდ, არის რეგიონები, სადაც ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, თითზე ჩამოსათვლელია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. პრაქტიკულად გამოდის რომ, ქვეყანაში ერთი ქალაქი იქნება უსაფრთხო. თუ ეს ტემპი ასე გაგრძელდა, ჩვენი რეგიონების განხილვა მოგვიწევს ისე, როგორც ახლა ინდოეთს განვიხილავთ. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი რჩება“, – გაანცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები