“კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით სამშობლოს მსახურებისთვის, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავღანეთის მისიაში ქართველმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი.

„მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ჯარის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენი ღირსეული მონაწილეობა ნატოს მისიაში ავღანეთში, რომელიც სექტემბრისთვის სრულდება. ამ მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს საქვეყნოდ, მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით სამშობლოს მსახურებისთვის, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები