სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების წესი შეიცვლება

„იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა 45% შრომისუნარიანი პირია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს, აღნიშნული პირებისთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში  ჩართვა,“ – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გააკეთა და სოციალურად დაუცველთა ბაზის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრი განმარტავს, სოციალურად დაუცველი ოჯახების  მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევა.

„სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური. დახმარება უნდა  მიიღონ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა. გაუმჯობესებული ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების პროცესის „დიჯიტალიზაცია“. სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სოციალური აგენტების მიერ, ინფორმაცია აღირიცხება  ელექტრონულად. მიდგომა ითვალისწინებს შეფასების ფორმის გაუმჯობესებას და ოჯახში არსებული გარემოს ვიზუალური მასალების წარმოებას.  იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა  45% შრომისუნარიანი პირია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს აღნიშნული პირებისთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში  ჩართვა“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.   

მსგავსი თემები