„ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“, – სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიასთვის მთავარი ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებაა.

„ძალიან კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“, – განაცხადა  სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები