მელია ევროკავშირის გირაოს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება

პატიმრობაში მყოფი ნიკანორ მელიას ადვოკატი საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდა. როგორც ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, მელია ევროკავშირის გირაოს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში დათანხმდება.  

„მელია ევროკავშირის გირაოს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება. „ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტით ინდულგენციას მიიღებს ყველა პირი. ნიკას პირობაა ასეთი – თუ უარი ეთქმევა ამნისტიის კანონს და იქნება გათხოვილი, ის გირაოს დათანხმდება. პირობა ნიშნავს იმას, რომ  მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება თანახმა. ეს არის ალიან მძიმე კანონპროექტი, რომლითაც ინდულგენციას იღებენ მოძალადეები და მაღალი თანამდებობის პირები“ – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა მედიასთან.   

მსგავსი თემები