„ვერ დამისახელებთ პურის მცხობელს, ვინც ენერგომატარებლებზე სუბსიდირება მიიღო“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სუბსიდირების მიუხედავად, ფასები იზრდება. პურის მწარმოებლებს გაუჭირდათ. ბევრი წარმოება გაჩერდა. პურის მცხობელები, სუბსიდირების გარეშე დარჩნენ“, – განაცხადა, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ენერგომატარებლების, საწვავის ფასი გაიზარდა და ბევრმა წარმოებამ, მუშაობა ვერ შეძლო. ამან კი, მეწარმეებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.

„ლაპარაკი იყო ელექრტროენერგიის სუბსიდირებაზე, მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, ვინც ენერგომატარებლებზე სუბსიდირება მიიღო, რადგან ეს ინფორმაცია ჩვენამდე ვერ მოვიდა, არ იყო სათანადოდ გაჟღერებული და ამ პორტალმა მხოლოდ ორი კვირა იმუშავა და მერე დაიხურა. ეს თემა პრინციპში ჩავარდა, პურის მცხობელებისთვის ეს თემა ჩავარდა ნამდვილად“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები