„მიმდინარეობს „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან. როგორც პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სამინისტრო კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას გაზრდის.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე დამატებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ 86 000 დოზას და „სინოვაკის“ 100 000 დოზას. ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება“ – განაცხადა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში.

ტიკარაძის თქმით, ახალგაზრდები, ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით,  ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესში ჩაერთვებიან და მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ.

მსგავსი თემები