ციხეებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

უწყების ინფორმაციით, ამანათების მიღება 29-30 აპრილის 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 1-ელ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

მსგავსი თემები