ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარდგება

ჯანდაცვის მინისტრის დღეს პარლამენტში ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძე კანონმდებლებს მისი უწყების მუშაობის შესახებ ანგარიშს მინისტრის საათის ფორმატში ჩააბარებს. მთავარი აქცენტი ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე გაკეთდება.

კითხვების დასასმელად ოპოზიციური პარტიებიდან “გირჩი” და “მოქალაქეები” ემზადებიან. ხელისუფლების სხვა ოპონენტები პარლამენტში მუშაობას ამ ეტაპზე მხოლოდ ამნისტიის თემაზე თანხმდებიან. ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში 2 კვირის წინ იგეგმებოდა, თუმცა პროცესი მინისტრის წერილის საფუძველზე დღეისთვის გადაიდო.

მსგავსი თემები