ჩინურ ვაქცინას რამდენი მსურველი გამოუჩნდა, დღეს გამოცხადდება

მოქალაქეებს, 18 წლის ზემოთ, შესაძლებლობა ეძლევათ, ჩინური ვაქცინით აიცრან. ჩინურ „სინოფარმზე“ რეგისტრაცია გუშინ, დღის ბოლოს გაიხსნა. რამდენი მსურველი გამოუჩნდა მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დღეს გამოაცხადებს.

როგორც ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე აცხადებს, დედაქალაქში აქტიურობა არის, თუმცა, რეგიონებში ნაკლებად.

„სწორედ ვაქცინამ უნდა დაასრულოს პანდემია, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულებულია, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. პირბადის ტარების მაჩვენებელი 80%-მდეა გაზრდილი. კიდევ მეტია საჭირო“ – განუცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები