კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში 29 და 30 აპრილს გაიმართება

მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათს და პარასკევს (29 და 30 აპრილს) 15:00-დან – 19:00 საათამდე გაიმართება.

რუსთაველის თეატრის ცნობით, გამოსვენება – რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1 მაისს, 14:00.

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კახი კავსაძე გუშინ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახი კავსაძის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრმა 28 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა.

მსგავსი თემები