“ეს არის ჩვენი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური პოზიცია“ – „ნაცმოძრაობის“ ულტიმატუმი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ მაშინ შევა, როცა ნიკანორ  მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდება. ეს არის ულტიმატუმი, რომლის გადახედვაც არ მოხდება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა აცხადებს, ამ პოზიციას პარტიის არც ერთი წევრი არ უღალატებს.

„სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, მათ შორის – აღკვეთის ღონისძიების გარეშე ნიკა მელიას გათავისუფლება მყისიერად და შემდეგ უკვე ბრალის მოხსნა, რაც იქნება იმ ანალოგიური მეთოდის მიღწევა, რასაც ამნისტიით ცდილობენ ახლა. ეს არ იქნება შეთანხმების დარღვევა, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს ეს კონკრეტული ფორმულირება ამ შეთანხმებაში. არაერთხელ ვთქვით და ეს პოზიცია საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შეძლებს შესვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება ნიკა მელია. ეს არის ჩვენი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური პოზიცია და აქედან გადახვევას პარტიის არც ერთი წევრი არ აპირებს“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა საკანონმდებლო ორგანოში ყველა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. 

მსგავსი თემები