“სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებას და არაადამიანური მოპყრობას ამნისტია არ უნდა შეეხოს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია ყველა ტიპის დანაშაულს არ უნდა შეეხოს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარია ის, რაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ კრიზისი დასრულებულია.    

„შარლ მიშელმა თქვა რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი. დანარჩენი, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავაც ეწინააღმდეგება როგორც შეთანხმების შინაარსს, ასევე შეთანხმების შინაარსის საერთო სულისკვეთებას, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უბრალოდ არასწორია. ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, თუმცა ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს. არის გარკვეული მუხლები, რომლებსაც არ შეიძლება, შეეხოს ამნისტია. მაგალითად,  სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

შეგახსენებთ, რომ, ამ წუთებში, პარლამენტში მმართველი გუნდი და ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.    

მსგავსი თემები