სალომე ზურაბიშვილს ღალატში ისევ მოღალატეები ადანაშაულებენ – მამუკა მდინარაძე 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დღეს, ის პოლიტიკოსები ადანაშაულებენ ღალატში, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას თავად აწარმოებდნენ მოღალატეობრივ პოლიტიკას.

როგორც მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საშუალებას იყენებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის, ებრძვის სოციალური ქსელის, თუ მედიასაშუალებით, რაც 28 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი მწარე მარცხით დასრულდება.

მისივე თქმით, მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებაში ყოფნისას თავად აწარმოებდა მოღალატეობრივ პოლიტიკას, ახლა ცდილობენ, თავიანთი პიარკამპანიებით სხვა გამოაცხადონ მოღალატედ და ამით საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ მთავარი თემიდან.

“მათ ჰგონიათ, რომ სხვას თუ გამოაცხადებენ მოღალატედ, გადაიტანენ ყურადღებას მთავარი თემიდან და ამით ცოდვები მიეტევებათ ქვეყნის წინაშე და ამით ხალხი მოტყუვდება. ეს არის მათი ნარატივი! მაგრამ ქართული საზოგადოება ამით არ ტყუვდება და ეს გამოჩნდება 28 ოქტომბერს, როცა მათი პიარკამპანია, რომელშიც ჩართულია “ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა დანაყოფით, აქტიური მხარდამჭერით სოციალურ ქსელებში თუ მედიასაშუალებით, დასრულდება იმით, რომ კიდევ ერთხელ განიცდიან ძალიან მწარე მარცხს პირველივე ტურში”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე და საზოგადოებას წინა ხელისუფლების ქმედებებს ახსენებს.

დეპუტატის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღალატის შედეგად, 2004 წლიდან მოყოლებული  30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა რუსულ კომპანიებზე. დაიკარგა კოდორი, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დამატებით დაიკარგა 150 დასახლებული პუნქტი, რუსეთს გაეხსნა ხელ-ფეხი თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ და თავისი ისტორიული ზრახვები კიდევ ერთხელ აღესრულებინა.

“და ეს ადამიანები ლაპარაკობენ ღალატზე ამ ყველაფრის შემდეგ. ხალხი არ მოტყუვდება!ქალბატონმა სალომემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ვინ არის ოკუპანტი და ვინ არის დამნაშავე ამ ორ სახელმწიფოს შორის ომში, ეს არის რუსეთი და ეს არ გადაიხედება!”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდება “ქართული ოცნების”  მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით და ამას უზრუნველყოფს ის ხალხი, რომლებიც “ქართულ ცნებას” ძალიან მყარად ედგა გვერდით და ასევე გააგრძელებენ.

მსგავსი თემები