„კოვიდ 19“-ით აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 13 729 ადამიანია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  13 729-ს შეადგენს.  აქედან: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 970, აჭარაში – 422, იმერეთში – 397.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში – 85, აჭარაში – 10, იმერეთში – 7. 717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 – თბილისში, 287 – აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი თემები