დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული შსს-ს თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს ბრალს დღეს წაუყენებენ. საქმეში იაღლუჯის ბაზაზე მომხდარი სამი სავარაუდო დანაშაულის სხვადასხვა ეპიზოდი ფიგურირებს – მათ შორის არის 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილი ჯარისკაცებისთვის კბილის ჯაგრისებით ყაზარმის საპირფარეშოს იატაკის წმენდის იძულება.

საქმის ძიება ომბუდსმენის ზედამხედველობით მიმდინარეობს. დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ასევე იყო ფიზიკურ ძალადობა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

როგორც ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, დაცვის მხარე მოითხოვს ყველაზე მსუბუქ ფორმას, გირაოთი განთავისუფლებას.

მსგავსი თემები