მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში იმყოფება. მეუფემ წმინდა გიორგის ტაძარში ლიტურგია ჩაატარა.

ფოტოებს, რომელსაც ერთ-ერთი რუსული სააგენტო ავრცელებს, ირკვევა, რომ ქართველ მიტროპოლიტთან ერთად ამბიონზე დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვიც იდგა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა.

ლიტურგია 18 აპრილს, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით ჩატარდა.

„მე ვხედავ მრევლის მხიარულ სახეებს. ქრისტიანობა სიხარულის რელიგიაა. გვიხარია, რომ ჩვენთვის ცათა სასუფეველი ღიაა, ჩვენ მხოლოდ უნდა მოვინდომოთ. ამ ტაძარში აშკარად იგრძნობა სიხარული და ამისთვის მადლიერი ვარ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები