„სანამ პულტს თითს დააჭერთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ მაკო გომურის პოსტი, რომელმაც სული გამიყინა – მელია კი იმისთვის არ ჩამჯდარა ჯალათების თავისუფლებაში გაეცვალა საკუთარი…“ – გურამ ჩალაგაშვილი

„ამნისტიის შესახებ კანონი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე, თუ უდანაშაულო, ყველა უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან.

პასტაც თქვენს ხელშია, ფურცელიც და პარლამენტარის თბილი სკამიც, მარტივად შეგიძლიათ ჩაწეროთ მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც ნიკა მელიას,

ბაჩო თამლიანს და სხვა პოლიტიკური ნიშნით ბრალდებულებს ეხებათ და არა ჯალათებს, რომლებიც უმოწყალოდ გვესროდნენ დათვის ტყვიებს,“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ – ერთმა ლიდერმა, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა.

ჩალაგაშვილი ხელისუფლებას მაკო გომურის პოსტის წაკითხვას ურჩევს:

„მხოლოდ სამი პოლიციელით და მსგავსი არგუმენტებით ეს თემა ვერ გაპრავდება, ვერა და წერტილი! P.S. და სანამ პულტს თითს დააჭერთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ მაინც მაკო გომურის პოსტი, რომელმაც სული გამიყინა, შემდეგ საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ იგივე ტკივილი, რომელიც მაგ კანონის მიღების შემდეგ, დარწმუნებული ვარ უფრო მწარე იქნება მაკოსთვის და სხვებისათვის, ვიდრე თუნდაც იმ წუთის ტკივილი, როცა მათ ტყვიამ თვალები დათხარა და მხოლოდ მერე მიიღეთ გადაწყვეტილება და, რაც მთავარია ნიკას თავისუფლებით ნუ ეცდებით “გააპრავოთ”.

იმისთვის არ ჩამჯდარა ის კაცი ციხეში, რომ ჯალათების თავისუფლებაში გაეცვალა საკუთარი და ეს მთელმა საქართველომ იცის.

და ბოლოს, თუ გიფიქრიათ, კი ამდენთვიანი ბრძოლის, ყინვაში ნათევი ღამეების (განსაკუთრებით აქტივისტების, რომლებიც დღესაც ქუჩაში არიან), კორექტული რომ ვიყო, წყალში გადაყრა? და რის გამო?

რის გამო ამას იმედია კომენტარებში ამოიკითხავთ.

ისტორია ყველაფერს შეაფასებს!,“ – ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.

მსგავსი თემები