ნაპოვნია გაუჩინარებული 17 წლის გოგოს წერილი

ნაპოვნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 17 წლის გოგოს წერილი, რომელსაც უკვე სამი დღეა ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიამმა წერილი ინგლისურ ენაზე დაწერა, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. სავარაუდოდ, მასში ნახსენებია პედაგოგის და კლასელების ინიციალები და საუბარია მკვლელობებზეც. კლასელები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.

მსგავსი თემები