„კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება მელიას ციხიდან გამოსაყვანად“ – ირაკლი ქადაგიშვილი

„ჩვენ, ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, ამნისტიის შესახებ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს კანონი, იქნება მიღებული“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია, არ იქნება თანახმა, მოუწევს სასამართლოს დაელოდოს.

„თუ ადამიანს გარეთ გამოსვლა არ უნდა და  თავისი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის მძევალია, რომელიც დამყარებულია დესტრუქციაზე, ჩვენ რა გავაკეთოთ? ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები