„პოლიტიკური კრიზისი უკან მოვოტოვეთ“ – შარლ მიშელი საქართველოდან გაფრენის შემდეგ

„განსაკუთრებულად მოხარული ვარ, საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს, რთული სამუშაოს ახალი დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, წინ წაწევს. მინდა, ამ შეთანხმების მიღწევა, საქართველოს ლიდერებს მივულოცო“, – აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დატოვების შემდეგ.

როგორც ევროპელი მაღალი რანგის დიპლომატი აცხადებს,  კომპრომისი ევროპული სიძლიერეა და არა სისუსტე.

„კომპრომისი, ევროპული სიძლიერეა. ეს, არ არის, სისუსტე. ის, საშუალებას იძლევა, გაჩნდეს ხმათა მრავალფეროვნება და კოლექტიური ინტელექტი. ეს თქვენი მიღწევაა და ახლა თქვენია გამოწვევაც, რომ ამან იმუშაოს. ეს მიღწევა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რთული რეგიონული ვითარების გათვალისწინებით. ევროკავშირი ღრმადაა შეშფოთებული, უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო მობილიზებით. ევროკავშირის ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“ – ასეთია შარლ მიშელის გზავნილი, რომლის ჩართულობითა და აქტიურობით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა. ე.წ. შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.   

მსგავსი თემები