„ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა“ – შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

ევროპის საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დასრულდა. როგორც შარლ მიშელმა მედიასთან განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პარლამენტს უბრუნდება და ამიერიდან, პარლამენტი ინკლუზიური გახდება.

„მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში“ – განაცხადა შარლ მიშელმა და ოპოზიციის ერTგულებაზეც ისაუბრა.

„მსურს, ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თვიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ აი, ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად იმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმებია ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, რათა გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამ წუთებში, შარლ მიშელმა პარლამენტში გადაინაცვლა. სადაც ის პოლიტიკურ სპექტრს შეხვდება.  

მსგავსი თემები