“ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას” – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას: ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება.

მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის“, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

მსგავსი თემები