„დოკუმენტს ხელი ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს“ – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, დოკუმენტს ხეი ნიკანორ მელიამ უნდა მოაწეროს.

„თუ ხელის მოწერაა, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვისთვის შესაძლებელია, განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, მე რომ დღეს პარლამენტში შევიდე, 6 თვეში ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ვერ იცხოვრებს, სანამ “ქართული ოცნება” იქნება”, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროკავშირის ოფისში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების მონაწილეობით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის თემა იმ დოკუმენტზე ხელმოწერაა, რომელიც ევროკავშირის ოფისში მხარეებს გუშინ გააცნეს.

მსგავსი თემები