მმართველი გუნდი და ოპოზიცია ეროკავშირის ოფისში იკრიბება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. შეხვედრის მიზანი ის დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის ოფისში მხარეებს გუშინ გააცნეს.

გუშინ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს  ახალი წინადადებების პაკეტი შესთავაზა, რომელზეც მათ ხელი უნდა მოაწერონ.

დოკუმენტი ხუთ პუნქტიანია და მოიცავს იმ საკითხებსაც, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, კერძოდ, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხსა და ვადამდელ არჩევნებს.

დოკუმენტის მიხედვით,  შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში მოხდება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება და ეს იქნება  ამნისტიის ან სხვა მექანიზმით. ასევე, თუ მმართველი გუნდი ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის ნაწილი მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს.  

მსგავსი თემები