ღამის ავტობუსები თბილისში პარასკევს და შაბათს იმოძრავებენ – საპილოტე მარშრუტი

თბილისში, ხვალიდან, 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

საპილოტე მარშრუტზე Man -ის მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებენ. მგზავრობის ფასი სტანდარტულად, 50 თეთრი ეღირება. ამასთანავე, იმოქმედებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც.
ღამის ავტობუსების გაჩერებები:
მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“
• ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“)
• მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა
• ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა
• სტადიონი „დინამო არენა“
• დავით აღმაშენებლის გამზირი #106
• პირველი რესპუბლიკის მოედანი
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“
• ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“
• ევროპის მოედანი
• ვახტანგ გორგასალის ქ. #7 – აბანოებთან
• დოდაშვილის მოედანი
მეტროსადგური „ისანი“
მეტროსადგური „ვარკეთილი“

მსგავსი თემები