„ნიკოლოზ წურწუმიას, გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა“ – ადვოკატი „მედიაცნეტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ნიკოლოზ წურწუმიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას გულის სარქველი აქვს დახურული. სჭირდება ოპერაცია, რომელიც ცხრა ათასი ლარი ღირს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, საქართველოს ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.

ადვოკატი წურწუმიას პრობლემებზე ყვება და აცხადებს, რომ მას სამკურნალო თანხა არ ჰქონდა:

„ ყავს ორსული მეუღლე. „ნიკოლოზ წურწუმიამ საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მუშაობას თავი დაანება. რადგან მშენებლობაზე, ფიზიკურად მუშაობა უჭირდა. რა თქმა უნდა, მას შეეძლო პრობლემების მოგვარება, თუმცა, მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებამ, გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, არსებობს მოწმის ჩვენება, რომ ნიკოლოზ წურწუმიამ, გარდაცვლილი შვილის სული და ორსული მეუღლე დაიფიცა, რომ არავისთვის არ აპირებდა ზიანის მიყენებას და მხოლოდ, საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენა სურდა“, – განაცხადა ბარდაველიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები