„პოლიტ პატიმრების გათავისუფლება გადამწყვეტია“ – სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების და დოკუმენტზე ხელმოწერის წინაპირობად ისევ ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას აყენებს. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტს, რომელსაც მათ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გააცნობენ, ხელს არ მოაწერენ.   

“იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს შემოგვთავაზა, ორი პუნქტი არ იყო მისაღები. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, – განაცხადა სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები იწყება. მოლაპარაკების პროცესში, არსებული ინფორმაციით, ევროპელი მედიატორებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც შეხვედრას სოციალური ქსელით ჩაერთვებიან.  

მსგავსი თემები