„ჩემი სიცოცხლის ბორდზე არ არის თქვენი ადგილი… რა ვერ აიტანეთ?“ – ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი

  •  

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, მორიგ განცხადებას აკეთებს.

“რა ვერ აიტანეთ? თითით საჩვენებელი ჩემი სუფთა და წმინდა ოჯახი???ვერაფერმა რომ ვერ გატეხა და ღირსეულად დავდივართ თავაწეული ქუჩაში??? 12 წელი და კიდევ სიკვდილამდე რომ ბედნიერი ვიქნები მეუღლესთან????

რა ვერ აიტანეთ რომ ვარ თითის საჩვენებელი გიჟი მამა, რომელსაც ბავშვები დედაზე მეტჯერ მყავს დაბანილი, დაძინებული და ეგ არის მხოლოდ მიზანი ჩემი???? რომ ოჯახი მყავდეს უფლის ხარისხში საფიცარი და მოსავლელი???

რა ვერ აიტანეთ რომ გამიკეთეთ 5 დღეში სულის ამპუტაცია აბსოლუტურად უდანაშაულოდ, მოწმენდილ ცაზე და ეს არ იკმარეთ და ისეთი მუხლი ამოწიეთ რომ ფსიქიურად ლამის შევიშალო რადგან ვალდებული ვარ ბავშვებმა არ დამინახონ დავარდნილი და ვიცინი ვიხუმრო და ვატარო აქეთ იქეთ???

მე გავარკვევ სტურუასთან ურთიერთობას არაა პრობლემა ჩემთვის როლი ჩემთვის მთავარი სულიერი ღირებულებებია…როლები და სცენა მაშინ მინდა როცა ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა…და დღეს რას ჰგავს ჩემი დალაგებული ცხოვრება???

ნახირი რომ მდელოს გადაუვლის…მე ძალას ის ადამიანები მაძლევენ ადვოკატით დაწყებული რომელთაც მე ფინანსების გარეშე ჩემი ადამიანობით ვუყვარვარ…ჩემი სიცოცხლის ბორდზე არ არის თქვენი ადგილი და მე მინდა მადლობა ვუთხრა უამრავ ადამიანს რომელიც მამხნევებს პირად მიმოწერაში. სულ ესაა”, – წერს ზანგური.

შეგახსენებთ, რომ ბესო ზანგური,, პროტესტის შემდეგ, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა.  

მსგავსი თემები