ჩავიკეტებით თუ არა სააღდგომოდ? – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა, რომ სადღესასწაულო პერიოდში ქვეყანა ჩაიკეტება და გადაადგილება შეიზღუდება.   

„სააღდგომოდ ჩაკეტვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, წინასწარ დაზუსტებით საუბარი შეუძლებელია. თუმცა, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ აღდგომის და შემდგომი პერიოდიც, რაც შეიძლება მოკრძალებულად უნდა ჩავატაროთ. არსებული რეკომენდაციები მკაცრად უნდა დავიცვათ, რომ ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობა არ მივიღოთ და კლინიკები ისევ არ გადაიტვირთოს. მკაცრი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან“, – აცხადებს  გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით 818 ადამიანი დაინფიცირდა.  

მსგავსი თემები