ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის ოფისში შეხვედრა დაინიშნა

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება განახლდა.  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს 17:00 შეიკრიბებიან.

შეხვედრაში მედიატორის ფუნქციას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი იტვირთავენ. საკითხი დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანას და შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის – კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ორმხრივი ხელმოწერა იქნება.

მმართველმა გუნდმა დოკუმენტს ხელი რამდენიმე დღის უკან მოაწერა. ოპოზიცია კი 2 მთავარი საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ხელმოწერას არ აპირებს. ისინი ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

მსგავსი თემები