„ძალიან მომეფსა, აივნიდან გადავაფსი, გადამიღეს, გარყვნილი ქმედება შვილის თანდასწრებითო“ – ზანგური ახალ სკანდალში ეხვევა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, მორიგ სკანდალში ეხვევა. მსახიობი  ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ ინფორმციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მას „მოეფსა და ტყეში გადააფსა“.   

„ძალიან მომეფსა და ვინაიდან იმ წამის შესული ვიყავი სახლში, ბავშვი ტუალეტში შევარდა და მე აივნიდან გადავაფსი ტყეში. თურმე, ტყეში არა მხოლოდ მგელი, „რუსთავი-2“-იც ჩასაფრებული იღებს.

გადამიღეს როგორ ვფსამ აივნიდან ტყეში აგარაკზე! შემდეგ გავდივარ და ვაძლევ ინტერვიუს, რადგან დამიძახეს ამის მერე… უკან შებრუნებულზე მარიამთან ერთად დავკეტე ფანჯარა… მაგრამ მოფსმის დროს იქ არ იდგა ჩემი შვილი.

შვილის წინ ისე არ მოგიფსამთ, ჩვენში დარჩეს? აი, მე არა. ამ მარაზმმა არხმა აღძრა გარყვნილი ქმედება მოფსმა შვილის თვალწინ.

ახლა მიპასუხეთ ეს ქვეყანაა? სამართალია?  3 დღე ვიკავებ თავს მაგრამ ხო არ გავჩუმდები ბოლომდე, დუმილი დანაშაულზე დათანხმებაა! გაგეცინათ ხომ? მე ვეღარ ვიცინი. ვუცდი აბსოლუტურ მორალურ მხარდაჭერას სამოქალაქო აქტივიდან,“ – აცხადებს ბესო ზანგური.

შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილზე ძალადობის შესახებ სიუჟეტის მომზადებისას ტელევიზია ზანგურის სახლში მივიდა, რა დროსაც აღნიშნული კადრი გადაიღეს. ამავდროულად, ბესო ზანგური, ნუნუცა მაყაშვილის ბრალდებების გამო, რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა.  

მსგავსი თემები