სამართალდამცველებმა სოფელი გუმათი რკინის ბარიკადებისგან გაათავისუფლეს

ამ წუთებში, სოფელი გუმათი რკინის ჯებირებისგან თავისუფალია.  სამართალდამცავებმა ბარიკადები დილით აიღეს აიღეს. ბარიკადების მოხსნა და თავისუფალი გადაადგილება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის უკან გაიმართა, სადაც მათ 3 მოთხოვნა დააყენეს.  სამიდან ერთი მოთხოვნა უკვე შესრულებულია.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ასევე ითხოვენ რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ თავისუფლად გადაადგილების უფლებას. 

მსგავსი თემები