„თუ ხელს არ მოაწერენ, ამით მხარს დაუჭერენ ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებას“ – სამხარაძე ოპოზიციაზე  

მმართველი გუნდი ე.წ. ისტორიულ დოკუმენტზე, რომელიც  ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შეიქმნა და მხარეებს კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ოპოზიციის ხელმოწერას ელოდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათი ერთადერთი ვალდებულება მანდატების აღება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაა.

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს დანიელსონის კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც ევროკავშირის მედიაციით და შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა. ეს არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი და წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის. მართალია, ოპოზიციაში დესტრუქციული ძალები ჭარბობენ, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედით უფრო მეტად არიან დაინტერესებული, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესებით. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა თვითონ ოპოზიციას პრინციპში, არაფერს ავალდებულებს. ერთადერთი, იმას ავალდებულებს, რომ აიღონ მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და პარლამენტში შემოვიდნენ“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.

მისივე თქმით,  თუ ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არეულობას და რუსული ინტერესების გატარებას.

მსგავსი თემები