დოკუმენტის ხელმოწერამდე „პოლიტპატიმრებსა“ და ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ელოდება 

„ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს.შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა.  

როგორც ხაზარაძე ამბობს, საბოლოო შეთანხმებამდე დარჩენილია კიდევ 2 პუნქტი.

„დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა” – ფიქრობენ „ლელოში“.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს და ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებშიც 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს და თუ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს, განიხილოს ოპოზიციის წინადადება ვადამდელ არჩევნებზე.

მსგავსი თემები