თეა წულუკიანის განცხადებით, რობერტ სტურუას გაშვება არ იგეგმება  

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება.  

მინისტრმა რუსთაველის თეატრის მსახიობის მხრიდან მის ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნინუცა მაყაშვილმა სამართალდამცველებთან უნდა ითანამშრომლოს.

„ბატონ რობერ სტურუასთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე გაცხადდა, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელიც დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას ყველამ უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს. ეს არის მისი საქმე. კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმას“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუამ ბესო ზანგურს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, მხარდაჭერა გამოუცხადა და არაკორექტული განცხადება გააკეთა.

მსგავსი თემები