შუახევში საცხოვრებელი სახლი და ძროხები დაიწვა

შუახევში  საცხოვრებელი სახლი  და საქონლის სამი სადგომი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ბარათაულში მოხდა. ხანძარს 15-ზე მეტი საქონელი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძარი სახლში გაჩნდა და შემდეგ იმდენად სწრაფად გავრცელდა, ვერაფერი გადაარჩინეს. ხანძრის გამო 14 ადამიანი სახლ-კარისა და ნივთების გარეშე დარჩა.

როგორც ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, ზარალ შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან. სავარაუდოდ, დაზარალებული ოჯახებისთვის, ერთჯერადად 15 000 ლარი გაიცემა.

მსგავსი თემები