დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ სასულიერო პირის შვილს ბრალდებას დღეს წაუყენებენ

3 წლის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს  დღეს წაუყენებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მენაბდე გუშინ დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალად ედება გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძისთვის დაზიანებების მიყენება.

მსგავსი თემები