„ხალხის გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ, დეფოლტი რომ არ მივიღოთ, გადარჩებიან მხოლოდ მევახშეები “ – შოთა ბურჯანაძე

„უქმეები, რაც მთავრობამ გამოაცხადა, არის იმისთვის, რომ თბილისიდან გავიდეს ხალხი და რაიონებში გადანაწილდნენ, რომ მოხდეს დედაქალაქიდან მოხდეს მასის განტვირთვა. მაგრამ, მაქვს კონტრშეკითხვა – ეს ხალხი რაიონებში რომ ჩავა, იქიდან ხომ უნდა ჩამოვიდნენ? ალოგიკურია ეს ყველაფერი“ – აცხადებს „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავართან“ და „ჩაკეტვის“ შემთხვევაში ეკონომიკისა და ქვეყნის ჩამოშლაზე საუბრობს.

„მთავარი კითხვა დღეს უნდა იყოს, თუ რა ელის ქვეყანას. 64%-მდეა ქვეყნის ვალი, რომელიც ზღვარს არის გადასული.  ბიზნესს კი არა, ქვეყანას რა ელის, ასე უნდა დაისვას საკითხი. ბიზნესის გადარჩენაზე კი არა, ხალხის, მოქალაქეების გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ, რომ ვიღაც შიმშილით არ მოკვდეს, ვიღაც უსუსურობით, დეფოლტს არ მივაღწიოთ, ბანკები არ გაკოტრდეს“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე შეფასებით, თუ ე.წ მესამე ტალღა იქნება, ვერც ერთი სფერო გადარჩება.

„თუ მესამე ტალღა იქნება და ეკონომიკა ჩამოიშლება, რომელიმე სფერო გადარჩება? ვერც ერთი გადარჩება. შეიძლება გადარჩნენ მევახშეები, რომლებმაც ამ მდგომარეობით ხელი მოითბეს. წარმოუდგენელია დღეს, ვიღაცამ იფიქროს ჩაკეტვაზე, დანის პირზე უნდა გავიაროთ. არ უნდა დავაზიანოთ ეკონომიკა და არ უნდა დავაზიანოთ ადამიანების ჯანმრთელობა“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები