შს სამინისტროსთან დაპირისპირებაა, არიან დაკავებულები

შს სამინისტროსთან, ამ წუთებში ხმაურია. მოძრაობა „საქართველოს“ წევრები სამინისტროსთან აქციას მართავენ. ადგილზე დაპირისპირებაც კი მოხდა. აქტივისტები სამინისტროს შენობაში შესვლას ითხოვენ.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. აქციის მიზეზი კი სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავება გახდა, რასაც ისინი აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ მუმლაძე სამართლდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შს სამინისტრომაც გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა . გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს“ – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები