“დემაგოგია, სოფიზმი და უპასუხისმგებლობა, ეს არის ქართულო მოვლენა“ – ბიზნესი მორიგ ჩაკეტვაზე

„ვითარება რთულდება, გვყავს გარდაცვლილები, „ლოქდაუნის“ მესამე ეტაპზე ვიმყოფებით და ამ ვითარებაში, როცა გვიცხადებენ სიტუაციას ვმართავთ, რას ნიშნავს მართვა, გაუგებარია“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

მისი განცხადებით, დაკეტვა-გაღება და „კატა-თაგვობანას“ თამაში ეკონომიკას მოკლავს.

„დემაგოგია, სოფიზმი და უპასუხისმგებლობა არის ქართულო მოვლენა. დღეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები,  რომლებიც მართავენ დღევანდელ ვითარებას –  ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლი თუ მთავრობა, განმარტავენ, რომ პასუხისმგებლობას იღებენ და მართავენ ვითარებას. არადა, გვაქვს სურათი, რომ ვითარება რთულდება. გვყავს გარდაცვლილები, „ლოქდაუნის“ მესამე ეტაპზე ვიმყოფებით და ამ ვითარებაში, გაუგებარია, რას ნიშნავს მართვა,  პასუხისმგებლობის აღება და სისტემური მიდგომა“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება საზოგადოებასთან კოორდინირებულად არ მუშაობს.

„სამწუხაროდ, საზოგადოება და ხელისუფლება კოორდინირებულად ვერ მუშაობს. არის ფსიქოლოგიური წნეხი საზოგადოებაზე, რომ ველოდებით მესამე ტალღას, რომელიც გაგვანადგურებს, ბევრ პრობლემას შექმნის და ასე შემდეგ. უმთავრესი, რაც „კოვით ვითარებას“ გამოასწორებს, არის ვაქცინირება. უნდა იქნას შემოტანილი ვაქცინა, უნდა იქნას პროპაგანდირებული ვაქცინა და ეს იქნება ერთადერთო რაც ამ სიტუაციიდან გამოგვიყვანს. წინააღდეგ შემთხვევაში, „კატა- თაგვობანას“ თამაშით და დაკეტა-გაღება, დაკეტვა-გაღება ანადგურებს  არა მხოლოდ ადამიანის ფსიქოლოგიას და ეკონომიკას, არამედ სახელმწიფოს. როცა ყველაფერი განადგურებული იქნება, ვინმეზე პასუხისმგებლობის დაკისრება აზრს მოკლებულია. როცა არაფერი იარსებებს, ვიღაცას დააკისრო პასუხისმგებლობა, აზრი არ ექნება“ – განუცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები