„ექიმები და სამედიცინო პერსონალი ინფექციის მართვით გადაიღალა“ – თემურ მიქელაძე

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძე საკუთარ კოლეგებს, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობ, ურჩევს, ინფორმაცია სამედიცინო წყაროებიდან მიიღონ და არა სოციალურ ქცელებიდან.

როგორც პედიატრმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მთავარი პრობლემა განათლებაა.   

„მთავარია, ისეთივე ვითარება არ მივიღოთ, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. ექიმები და სამედიცინო პერსონალი გადაიღალა ინფექციის მართვით. შესაბამისად, გადაღლილი ადამიანის მხრიდან ინფექციის მართვა შეიძლება, მეტ-ნაკლებად ხარვეზებთან იყოს დაკავშირებული.  ამიტომ, ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებთან ერთად, ჩავიტაროთ ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია და ეს მაშინ დაიწყება, როცა იქნება დოზების დიდი რაოდენობა“ – განუცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარს“.

ჩვენს კითხვას, ვაქცინაციის პროცესის მიმართ სამედიცინო პერსონალის უნდობლობაზე, მან ასე უპასუხა: „აქ მთავარი პრობლემა გათალებაა. ჩემმა კოლეგებმა, რომელიც უნდობლობას უცხადებენ ვაქცინაციას, უნდა წაიკითხონ ვაქცინა რას წარმოადგენს, მაგრამ ეს სოციალურ ქსელში არ უნდა წაიკითხონ. თუ მათ  სწორი ინფორმაცია ექნება, აუცილებლად გაიკეთებს ვაქცინაციას. გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები და მოხუცები“.

მსგავსი თემები