„თუ ერთი წელი გავიჭირვებთ, მომავალ წელს შევხვდებით ცუდი დანაკარგების გარეშე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ გააკეთა.
პედიატრის შეფასებით, თუ გვინდა, აღდგომის დღესასწაულს შევხვდეთ, აუცილებელია, ერთი წელი კიდევ გავიჭირვოთ.
„თუ გვინდა, არ იყოს შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. არადა სახეზეა, რომ მოვდუნდით და ნიღბის ტარება ჩამოვიდა დაახლოებით 40%-ზე. სწორედ ამან გამოიწვია „მესამე ტალღის“ დასაწყისი. თუ გვინდა, რომ სააღდგომო დღესასწაულებს ნორმალურად შევხვდეთ, ერთი წელი მაინც უნდა გავიჭირვოთ. მომავალ წელს შევხვდებით ყველაზე ცუდი დანაკარგების გარეშე. კოვიდის შემდგომ შეიძლება განვითარდეს ფატალური დანაკარგი. თუ გვინდა, რომ შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს და სააღდგომო დღეებში არ ჩავიკეტოთ, არსებული რეგულაციები მკაცრად უნდა დავიცვათ“ – განუცხადა მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.
რაც შეეხება სააღდგომო დღესასწაულს და „ლოქდაუნის“ მოლოდინს, პედიატრის შეფასებით, ეს დამოკიდებულია კლინიკების გადატვირთულობაზე.
„ჩაკეტვას გადაწყვეტს კლინიკური სექტორი. თუ კლინიკურ სექტორში იქნება რეანიმაციული საწოლების გადატვირთვა, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ არ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაშინ გვექნება ფატალური გამოსავალი და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი“ – განუცხადა მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.