სამეგრელოში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ახალგარზრდა  მამაკაცი ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 90 წლამდე მამაკაცმა 22 წლის  შვილიშვილი დანით დაჭრა.

მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ხობის საავამდყოფოში უტარდება.

შემთხვევა დღეს დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა, მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, შესაბამისად, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები