„ქართული ოცნების“ შეცდომებიო, საინტერესოა რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ” – ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას გუნდზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას თანამოაზრეების მხრიდან „ქართული ოცნების“ დატოვებას ეხმაურება.

როგორც ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასეთი უცნაურობა პოლიტიკაში მას იშვიათად უნახავს.

„ასეთი უცნაურობა პირადად მე, პოლიტიკაში ხშირად არ მინახავს. „ქართული ოცნების“ შეცდომებიო, ხუთივემ ცალ-ცალკე აღნიშნა… საინტერესოა რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ, რადგან მათი ლიდერი ჯერ შსს მინისტრი იყო, მერე პრემიერ მინისტრი. თუ რამე შეცდომებზე უნდა ისაუბრონ, ალბათ თავად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში და იქ გააანალიზონ, თორე სხვა მხრივ, ასეთი არაადეკვატური განცხადებებით შორს ვერ წავლენ“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა უმრავლესობა დატოვეს.

მსგავსი თემები