“მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ” – გახარიას გუნდში წასული დეპუტატები

გიორგი გახარიას გუნდის წევრები, “ქართულ ოცნებას” ვოტვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ – მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გააგრძელებს.

„ჩვენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ვტოვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ჩართული ვიქნები, როგორც რეგიონული მიმართულებით, ასევე მაღალმთიანი სოფლების განვითარების საქმეში.

ჩვენ „ქართულ ოცნების“ წევრები ვიყავით, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ კარგად გვაქვს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მზად ვართ გიორგი გახარიასთან თან ერთად გადავდგათ ქმედით ნაბიჯები“, – განაცხადა კერესელიძემ.

მსგავსი თემები