გიორგი ხოჯევანიშვილი სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.

ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პარტიას ქმნის.

მსგავსი თემები