„ველოდებით, ჯანმო როდის მიანიჭებს ჩინურ ვაქცინას ავტორიზაციას“ – პედიატრი თემურ მიქელაძე

საქართველო ჩინური ვაქცინისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. სხვა შემთხვევაში, მისი გამოყენება არ მოხდება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ განუცხადა, ჩინური ვაქცინა ავტორიზაციას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს მიიღებს.  

„სავარაუდოდ, ჯანმო ჩინურ ვაქცინას მიმდინარე თვის ბოლოს ავტორიზაციას მიანიჭებს. ჩვენთან იცით, რომ შემოტანილია და დასაწყობებულია ჩინური ვაქცინა. ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი რეგულაცია, რომ ვაქცინის გამოყენება არ მოხდება, თუ მას არ აქვს რაიმე,  მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. „სინოფარმზე“ თუ ვისაუბრებთ, მას აქვს დაალხოებით 70%-იანი დაცვა. თუმცა, თუ არ იქნება ავტორიზაცია, მისი გამოყენება ისე არ მოხდება. მთავარია მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება იმისათვის, რომ  ცუდი შედეგი არ დაგვიდგეს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ამ ეტაპზე, ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დამარცხებულად ვაქცინაციაა“ – განუცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.    

მსგავსი თემები