ლაგოდეხში 48 კაციანი კლასტერი გაჩნდა

ლაგოდეხში ფართომასშტაბიანი კვლევა იგეგმება. მიზეზი 48-კაციანი კლასტერია, რომელიც სავარაუდოდ, ეკლესიას უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენლის,  ნელი ხიზანიშვილის გაცხადებით, ლაგოდეხში სწრაფი ტესტით გაფართოებული კვლევა იგეგმება.

ორი კვირის განმავლობაში, ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირების 60-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არიან სასულიერო პირები. კლინიკაში 9 ინფიცირებული გადაიყვანეს, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლასტერები დაფიქსირდა ლაგოდეხში, მაწიმში, კავშირსა და შრომაში.

მსგავსი თემები