“ეს სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა!” – გიგი უგულავა

არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა – თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცვინო რაღაცები აკეთა, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა შეეფარდა.

უგულავას განმარტებით, „ქართული ოცნება“ პროკურორის ენით მოსახლეობას რამდენიმე თვის განმავლობაში ტყუილს ახვევს თავს, თითქოს ყველაფერი მელიაზე იყოს დამოკიდებული და მას საპატიმროს დატოვება გირაოს სანაცვლოს შეეძლო.

„ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა! ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადობას ურცხვად აჩეჩებს ბულბულაშვილის სახით პროკურატურა და მთელი „ქართული ოცნება“, რომ ღიაა კარი, ფაქტობრივად და გამოვიდეს, მის ხელშია გადასახადი გადაიხადოს გირაო, ყველაფერი ტყუილია და დღეს გამოჩნდა, რომ ეს უსირცხვილო, ოროსანი რომ თავჩაღუნული ზის, ისე იჯდა ბულბულაშვილი და სიტყვას ვერ აბავდა, იმიტომ, რომ იცის, რომ იტყუებოდა, იცის, რომ ამდენი ხანი იტყუებოდა. პირობა მოგვეცით, რომ გადაიხდის გირაოსო, რას ნიშნავს ეს სამართალი? სად წერია, რომელ კანონში წერია ასეთი რაღაცები ? ეს არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა – თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა. უსირცხვილო სასამართლო იყო, არაფერი არ იყო, სასამართლოს არ ჰგავდა,“- განაცხადა უგულავამ .

მსგავსი თემები